მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საერთაშორისო არენაზე განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს პოზიციაზე საუბრობს.

„საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო ისტორიულად და დღესაც, რომ ჩვენ ვიდექით, ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო.

ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას ჩააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი აქ, დღეს პარიზში, ხვალ – ბრიუსელში. რომ გამოვხატო ის ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი გავხდეთ“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს იხსნება ახალი ფანჯარა – ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ.

„მე მინდა, რომ ყველას ახსოვდეს (მე ამიტომ ვარ აქ), რომ საქართველო არის, როგორც უკრაინა, არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი. იმ ევროპამ, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, თავისი ერთიანობით, თავისი აქტიური მხარდაჭერით უკრაინისა. ჩვენ ყველანი ვართ მადლიერი უკრაინისა დღეს, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის. და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, – თქვა პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend