მთავარიმსოფლიობორანი უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე ომის დაწყებიდან დღემდე შეუჩერებლად მუშაობს

ბორანი უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე ომის დაწყებიდან დღემდე შეუჩერებლად მუშაობს

ბორანი, რომელიც რუმინეთსა და უკრაინას შორის ცურავს, ომის დაწყებიდან დღემდე უწყვეტად მუშაობს.

რეპორტიორი: რამდენი ხანია, რაც ამ ტემპით მუშაობთ?

  • ჩვენ უწყვეტად ვმუშაობთ. ხალხი აგვყავს და რუმინეთში მივდივართ

რეპორტიორი: რამდენი ადამიანი გადაიყვანეთ აქამდე?

  • ამ დროისთვის, დაახლოებით, ათასი.

რეპორტიორი: რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

  • იმან, რომ ქალები, ბავშვები, მოხუცები ტოვებენ ოჯახებს, აქ ქმრებთან ერთად მოდიან, ქმრები კი ქვეყანაში რჩებიან – ამბობს ეკიპაჟის წევრი.
  • პორტის უკრაინელი დირექტორი, რომელსაც რამდენიმე დღეა არ უძინია  ძალიან დაღლილია, მაგრამ არ ნებდება! სამწუხაროდ, ქვეყანას ვერ ტოვებს, მაგრამ მზადაა ოჯახები რუმინეთის სანაპიროზე გადაიყვანოს.
  • მე მივეკუთვნები კაცების იმ კატეგორიას, რომლებსაც არ შეუძლიათ უკრაინის დატოვება და არც მინდა წავიდე. ეს ჩემი ქვეყანაა და არ მსურს მისი დატოვება.

რეპორტიორი – მზად ხართ ბრძოლისთვის?

  • საჭიროების შემთხვევაში კი. ჩვენ ამ დროისთვის აქ ვიბრძვით, ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომელთაც ქვეყნიდან წასვლა სჭირდებათ.
  • გემის ეკიპაჟის წევრები ემოციებს ლტოლვილთა ტრაგედიის ფონზე ძლივს აკონტროლებენ. მათ მრავალი ემოცია განუცდია – იმედი და რისხვა, გულგრილობა და სიხარული, მაგრამ აქამდე არასოდეს უნახავთ შიში. ახლა კი ძირითადად სწორედ შიში და სასოწარკვეთაა ირგვლივ.
  • ზუსტად არ ვიცით სად მივდივართ, გადავწყვეტთ. ვინმე მოვა და წაგვიყვანს.- ამბობს ერთ-ერთი ლტოლვილი
  • თავს კარგად ვგრძნობ. 8 თვის ორსული ვარ. ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ რუმინეთში წავსულიყავი, რათა უსაფრთხოდ ვყოფილიყავი მშობიარობის დაწყების შემთხვევაში, – ამბობს გოგონა უკრაინიდან.

რეპორტიორი: ამ ადამიანებს დღეებია არ უძინიათ და ამბობენ, რომ ფხიზლად დარჩებიან, სანამ სიტუაცია არ დალაგდება და სანამ ყველა ლტოლვილი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, რუმინეთის სანაპიროზე უსაფრთხოდ არ იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend