მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელები შიშობენ, რომ კიევიდან გასასვლელად სულ უფრო ცოტა დრო რჩება

უკრაინელები შიშობენ, რომ კიევიდან გასასვლელად სულ უფრო ცოტა დრო რჩება

უკრაინის დედაქალაქის მატარებლის სადგური სავსეა, მოქალაქეები უფრო უსაფრთხო ადგილისკენ მიემგზავრებიან. რუსული ჯარი კიევს უახლოვდება.

“ჩვენ დღეს მივდივართ, რადგან ძალიან გვეშინია, რუსმა ჯარისკაცებმა არ მოგვკლან, ძალიან გვეშინია რაკეტის. ვცდილობთ, აქედან გავაღწიოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ცოცხლები დავრჩეთ”, – ამბობს ერთ-ერთი კიევის მკვიდრი.

„ჩვენ მიგვყავს შვილები კატები, და გვინდა, რომ მათთვის უსაფრთხო ადგილი ვიპოვოთ“,- ამბობს ვიქტორია კიევიდან.

უკრაინა დაახლოებით 500 000-მა მოქალაქემ დატოვა.

ქალები და ბავშვები პოლონეთში გადასვლას მედიკას მთავარი სასაზღვრო პუნქტით ცდილობენ. გადაღლილები და ზამთრის ხალათებში ჩაცმულები.

“2 დღე ვიდექით საზღვარზე. დიდი საცობი იყო. ბავშვებთან ერთად ვიყავით, მაგრამ მოხალისეები დაგვეხმარნენ.  ჩაი და საჭმელი მოგვცეს”, – ამბობს ალინა გრინიუკი.

რუმინეთში კი ევროკომისარმა საშინაო საკითხებში ილვა იოჰანსონმა მოინახულა სასაზღვრო პუნქტი, სადაც ათასობით ლტოლვილზე ზრუნავენ.

“ჩემი, როგორც საშინაო საქმეთა კომისრის მოვალეობაა, დავრწმუნდე, რომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ევროკავშირის საზღვრამდე მოსვლა გულთბილად იღებენ და  და, რა თქმა უნდა, აქვთ შესაძლებლობა იპოვონ თავშესაფარი და კარგი საცხოვრებელი პირობები ევროკავშირის ქვეყანაში“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მანქანებისა და ავტობუსების გრძელი რიგებია პოლონეთის საზღვართან, უნგრეთის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და ევროკავშირის არაწევრი მოლდოვას საზღვრებზეც იგივე მდგომარეობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend