უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს მინისტრის ოლეკსი რეზნიკოვის განცხადებას:
“წინააღმდებობის 96 საათი! მტერი ხოცავს ჩვენს ქალებსა და ბავშვებს, აწიოკებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ეს ყველაფერი დაისჯება! გუშინ ჩვენი ბრძოლა ევროპული ომი გახდა! ნახევარი ევროპა უკვე აგროვებს, აწყობს, გვიგზავნის იარაღსა და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომლებიც უკრაინელ ხალხს რეალურ დახმარებას უწევენ. ევროპამ უკვე გადასცა დროებითი თავშესაფარი ათიათასობით მათგანს, ვისი გადარჩენაც ყველაზე მეტად გვინდა – ჩვენს პატარებსა და მათ დედებს. ჩვენ ახლა ნამდვილად არ გვაქვს საზღვრები დასავლეთთან. თუმცა მხარდაჭერას ვგრძნობთ სამხრეთის, შორეულ აღმოსავლეთისა და ატლანტიკის მიღმა მდებარე სახელმწიფოებისგანაც. ეს ყველაფერი ჩვენი მებრძოლების, მთელი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა. რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს! უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება უკრაინას!”