მთავარიმსოფლიოტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციას წევრობას უჩერებს

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციას წევრობას უჩერებს

რუსეთს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა შეუჩერეს.

ინტერვიუ ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან.

„ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციისათვის წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას და ყველას კარგად ესმის, რომ ახლა ერთიანობაა საჭირო. ისევე უნდა გავერთიანდეთ, როგორც პანდემიამ გაგვაერთიანა. ეს ხომ გარკვეული თვალსაზრისით ახალი პანდემიაა.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის წევრობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს დავუკავშირდი, ჩვენთვის ნათელია, რომ ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში ხდება, მიუღებელია.. არა მხოლოდ უკრაინაზეა აქ საუბარი.  წარმოიდგინეთ პარიზი, ლონდონი რომ იბომბებოდეს.

სანქციები კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. საჭირო ერთიანობაა.  დარწმუნებული ვარ, რომ წელს, მომავალ წლებში და საუკუნეში შევიგნებთ რომ ომი პასუხი არ არის, მიუღებელია, რაც უკრაინაში ხდება, ადამიანები, ოჯახები იღუპებიან.

შესაბამისად, მივმართე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ამ მოვლენების ფონზე რუსულ მხარეს შეუჩერდეს ორგანიზაციის წევრობა”, – ზურაბ პოლოლიკაშვილი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend