მთავარიევროპაუკრაინა„ნომერ პირველი სამიზნე“ - ვოლოდიმირ ზელენსკის გზა

„ნომერ პირველი სამიზნე“ – ვოლოდიმირ ზელენსკის გზა

გარდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოვლენებისა, ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია უკრაინის ქარიზმატული  ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. წარსულში მსახიობი და კომიკოსი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია პრეზიდენტად არჩევის  მომენტში,  მოულოდნელად  თავდაჯერებულ ლიდერად იქცა. ომის დაწყების შემდეგ ჩატარებული  სოციალური გამოკითხვების თანახმად,  ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებებს უკრაინის მოსახლეობის 91 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზებას, გადაეყვანათ ის უსაფრთხო ადგილას, ზელენსკიმ ასე  უპასუხა: „მე მჭირდება საბრძოლო მასალა და არა მოგზაურობა“…

ზელენსკი დარჩა სამშობლოში ოჯახთან ერთად, იქ, სადაც რუსეთისთვის ნომერ პირველი სამიზნეა.

2019 წელია, მიმდინარეობს სერიალის გადაღება სახელწოდებით „ხალხის მსახური“. ეს არის სერიალი, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი პოპულარობა მოუტანა.

შოუში ის პატიოსანი მასწავლებლის როლს ასრულებს, რომელიც კორუმპირებულ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს. ერთ დღესაც, შემთხვევით, ის პრეზიდენტი ხდება. გადაღებების პარალელურად ის უკრიანის საპრეზიდენტო კანდიდატიცაა.

„წინ გრძელი გზაა, როგორც იცით მე არ ვარ მხოლოდ პოლიტიკით დაკავებული, და მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა მენდონ. თქვენ ახლა თვალს ადევნებთ ხალხის მსახურის გადაღებების პროცესს, კიდევ მე მაქვს კვარტალი 95, გასართობი კომპანია, დიდი გუნდით და ტელეპროდუქტებით. მე ვმუშოაბ და ვცხოვრობ, საარჩევნო მარათონში ჩართვა ჩემი სოციალური მისიაა, მე ღიად გადავწყვიტე, რატომაც არა? მე ამის კონსტიტუციური უფლება მაქვს“, – ამბობდა ზელენსკი 2019 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

გადავინაცვლოთ სულ რაღაც რამდენიმე თვით წინ, და ზელენსკი უკრაინის ნამდვილი პრეზიდენტი გახდება.

როგორც მისი სატელევიზიო გმირი, ზელენსკი სათავეში დემოკრატიული არჩევნებით მოვიდა, რომელმაც მილიარდერი ბიზნესმენი დაამარცხა.

ნაწილობრივ, ის საპრეზიდენტო არჩევნებში  იმის გამო ჩაერთო, რომ შეეძლო რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები ეწარმოებინა, რომელმაც 2014 წელს ყირიმი დაიპყრო და ორ სეპარატისტულ რეგიონს მხარი დაუჭირა.

„მხარეებმა მივაღწიეთ მოლაპარაკებას, რომ ყველა მძევალი გათავისუფლდება პრინციპით – ყველა ყველაში.  31 დეკემბრამდე ყველა გათავისულფდება“ – თქვა ზელენსკიმ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა.

იმის მიუხედავად, რომ ზელენსკიმ შეძლო მძევლების გაცვლა,  შერიგების ძალისხმევა ჩიხში შევიდა. მისი რეიტინგი 2020 წლის განმავლობაში მცირდებოდა.

„ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ , რაც რუსეთმა უკრაინული ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. დღეს, როცა  საერთაშორისო სამართლის ათასობით გვერდი ასობით საერთაშორისო ორგანიზაციაში მოწოდებულია რომ ის დაიცვას, ჩვენი ქვეყანა იარაღით ხელში, ვკარგავთ საკუთარ მოქალაქეებს,  ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული  სუვერენიტეტი . კონკრეტულად, 13 ათასზე მეტი გარდაცვლილი, 30 ათასი დაჭრილი, მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელიც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ეს ციფრები, საშინელი ციფრები, აქ ყოველ წელს ჟღერდება, მხოლოდ ერთი შესწორებით, ციფრები ყოველწლიურად იზრდება“

ბოლო წლებში ზელენსკი უფრო და უფრო ხმამაღლა მოუწოდებდა ნატოსა და ევროკავშირს მიეღოთ უკრაინა ალიანსებში. პუტინმა კი უფრო დაჟინებით დაიწყო იმის მოთხოვნა, რომ უკრაინამ დასავლეთისკენ და ნატოსკენ სწრაფვა უნდა შეწყვიტოს.

„კონკრეტიკა მჭირდება უკრანასთან მიმართებით, თუ ნატოზე ვსაუბრობთ და მისი წევრობის გეგმაზე, მაშინ ძალიან მინდა რომ კონკრეტული პასუხები მოვისმინო – კი თუ არა. მესმის, რომ ეს უნდა იყოს ალიანსში შემავალი ქვეყნების შეთანხმებული პოზიცია, მაგრამ მჭირდება კონკრეტული თარიღები და შესაძლებელია თუ არა ეს უკრაინისთვის“ – აცხადებდა უკრაინის პრეზიდენტი.

პუტინის თავდასხმა , რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა, ხუთშაბათს 24 თებერვალს, დილით ადრე დაიწყო.

ნაკლებსავარაუდო იყო, რომ წარსულში მსახიობი და კომიკოსი, ომის ლიდერად ჩამოყალიბდებოდა. ლიდერად, რომელმაც საკუთარი ხალხი გააერთიანა და საფრთხის მიუხედავად უარი თქვა ქვეყნიდან წასვლაზე.

რუსეთის ნომერ პირველი სამიზნე ახლაც კიევშია და საკუთარი ქვეყნისა და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend