მთავარიმსოფლიოევროპაათასობით უკრაინელ ლტოლვილს რუმინეთი ეხმარება

ათასობით უკრაინელ ლტოლვილს რუმინეთი ეხმარება

ათასობით უკრაინელი ლტოლვილი რუმინეთში ჩადის. მათ კიდევ ბევრი დაემატება. რუმენეთის ჩრდილოეთ ქალაქში სირეთში დაქანცულ უკრაინელ ლტოლვილებს რუმინული დახმარების ცენტრები და რიგითი რუმინელები ხვდებიან. უკრაინიდან წამოსულებს საზღვირს გადაკვეთის შემდეგ, დასვენების საშუალება ეძლევათ. ბევრს რუმინეთში ნათესავები და მეგობრები დახვდათ. ხოლო ასობით რუმინელ მოხალისეს საჭმელი და სასმელი მოაქვს. ვასილი, თავად ლტოლვილია და ახლა ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის გერმანიაში წავიდა, რომ ნათესავები უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. მაგრამ ახლა სახლში დაბრუნება და აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა.

“მეუღლე მელოდება. ცამეტი დღეა წასული ვარ და მელოდება. ხშირად მირეკავს. სად ხარ სად ხარო. სახლში მელოდება,” – ამბობს ვასილი.

ცოლ-შვილის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, უკრაინელი მამაკაცების უმეტესობა იძულებულია უკრაინაში დარჩეს და რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ იბრძოლოს. ცოტა თუა ისეთი ვისაც რუმინეთის მოქალაქეობაც გააჩნია.

“ყველა ადგილი სახიფათოა. ერთ ღამის შეიძლება ორი ან სამი რაკეტა ჩამოვარდეს. ბავშვები კვდებიან. მე შვიდი შვილი მყავს, ყველაზე პატარა ექვსი წლისაა და მე მათ ვერსად ვერ ვმალავ,” – ამბობს უკრაინელი ლტოლვილი, რომელიც რუმინეთში ჩავიდა. 

კიევი და უკრაინა დატოვა ბევრმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ. მათ შორის იყვნენ, კიევში მცხოვრები ქართველები.

“დილიდან მოყოლებული სულ აფეთქები გვესმის. ჩვენ მივხვდით, რომ ცუდი მდგომარეობა იყო, ამიტომ კიევი დავტოვეთ. ჩვენ საქართველოდან ვართ და რამენაირად საქართველოში უნდა დავბრუნდეთ,” – თმა მან. 

ლტოლვილთა უმრავლესობა დასავლეთ ქვეყნებში მიდის, მაგალითად პოლონეთში, გერმანიასა და იტალიაში. სხვები უფასო საცხოვრებლებში სასტუმროებსა და ადგილობრივ სახლებში რჩებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend