უკრაინა ეკუთვნის ევროკავშირს და გვსურს მალე ბლოკის წევრი გახდეს- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კვირას Euronews-თან ექსკლუზიური სატელევიზიო ინტერვიუს დროს.
კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა, რომ იგი ესაუბრა ფონ დერ ლაიენს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ.
ჟურნალისტი:
„არის თუ არა ევროკავშირი საბოლოოდ მზად, რომ შეაჩეროს ეს ომი და აღუდგეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს?
ურსულა ფონ დერ ლეიენი:
ჩვენ არასდროს გვინდოდა ეს ომი. არც უკრაინას სურდა ეს ომი. ეს მართლაც პრეზიდენტი პუტინია, ვინც დაიწყო და ხელმძღვანელობს ამ ომს და ჩვენ მას პასუხს მკაცრი ფინანსური და ეკონომიკური სანქციებით პასუხობს. დღეს მე შემოგთავაზეთ სანქციების მესამე პაკეტი, რომელიც სრულად ფინანსური შეზღუდვებისგან შედგება. მაგალითად, ზოგიერთი რუსული ბანკის გარიცხვა სვიფტიდან და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა. პირველად ევროკავშირის ისტორიაში, უკრაინას ვამარაგებთ სამხედრო აღჭურვილობით, ქვეყანას, რომელსაც თავს ესხმიან. მაგრამ ჩვენ დღეს კიდევ ორ ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავკეტოთ ჩვენი საჰაერო სივრცე ნებისმიერი რუსული თვითმფრინავისთვის და დღეს ავკრძალავთ რაშა თუდეისა და Sputnik-ს, რადგან ეს გამოცემები კრემლის ომის პროპაგანდისტული მანქანები არიან.
ჟურნალისტი:
და სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ისინი ბრიუსელის სათაო ოფისის მიღმა, ქუჩებში არიან და ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვენ. უნდა მიენიჭოს თუ არა უკრაინას ევროკავშირის წევრის სტატუსი?
ურსულა ფონ დერ ლეიენი:
გარკვეული პროცესი უკვე დაწყებულია. მაგალითად, უკრაინის ბაზრის ინტეგრირება იმ ერთიან ბაზარზე, რაც ევროკავშირს აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკულ ქსელთან. და კიდევ უამრავი საკითხია, რის გარშემოც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ისინი ჩვენ გვეკუთვნიან. უკრაინა ერთ-ერთი ჩვენთაგანია და ძალიან გვინდა, რომ მალე ევროკავშირის ნაწილი გახდნენ.
ჟურნალისტი:
და ბოლოს, გჯეროდათ სამშვიდობო მოლაპარაკებების? ოდესმე ისევ ენდობით ვლადიმერ პუტინს?
ურსულა ფონ დერ ლეიენი:
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული მხარე დაეთანხმოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და შეთავაზებული პირობები ამ მხარისთვის მისაღები აღმოჩნდეს. ზოგადად, სამშვიდობო მოლაპარაკება ჩხუბსა და ძალადობას სჯობს. პრეზიდენტი პუტინისადმი ნდობა აღარ გვაქვს, იგი სრულად დაინგრა.