მთავარიმსოფლიოEU - რუსული ბანკების ნაწილს საერთაშორისო გადარიცხვებზე წვდომა, SWIFT, შეეზღუდა

EU – რუსული ბანკების ნაწილს საერთაშორისო გადარიცხვებზე წვდომა, SWIFT, შეეზღუდა

ევროპულმა კავშირმა გადაწყვიტა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზება, რაც საშუალებას მისცემს მისი ტრანზაქციები გაყინოს. ასევე, ევროკავშირი გათიშავს რუსეთის ბანკების ნაწილს SWIFT-ის სისტემისგან, – ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„პუტინი დაადგა უკრაინის განადგურების გზას, მაგრამ სინამდვილეში, ის ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირში აპირებენ იმუშაონ, რომ რუს ოლიგარქებს აუკრძალონ ფინანსური აქტივების გამოყენება ევროკავშირის ბაზრებზე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend