მთავარისაქართველოუკრაინის მხადასაჭერად საქართველოში სოლიდარობის აქციები გრძელდება

უკრაინის მხადასაჭერად საქართველოში სოლიდარობის აქციები გრძელდება

საქართველოს მოქალაქეებმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს

ქართველი ხალხი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. უკრაინის მხარდამჭერი აქციები რუსეთის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყების დღეს, 24 თებერვალს დაიწყო და როგორც მოქალაქეები ამბობენ, საქართველოში პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აქცია გუშინ, 25 თებერვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საკანონმდებლო ორგანოსთან გაიმართა. რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. საქართველოს მოქალაქეები უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ უკრაინა ამ ომში არ არის მარტო.

გუშინ მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებაც გააპროტესტეს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ ჩაერთვება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებში და ჯერ არ არის საჭიროება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა ან დაინიშნოს უშიშროების საბჭოს სხდომა.

სოლიდარობის აქცია საქართველოს პარლამენტთან დღეს, 26 თებერვალსაც არის დაგეგმილი.

ნანუკა მეშველაშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend