მთავარი ევროპა უკრაინა პრეზიდენტი ზელენსკის განცხადებით უკრაინა აკონტროლებს კიევისა და უკრაინის მთავრი ქალაქების შემოგარენს

პრეზიდენტი ზელენსკის განცხადებით უკრაინა აკონტროლებს კიევისა და უკრაინის მთავრი ქალაქების შემოგარენს

სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, უკრაინული არმია აკონტროლებს კიევისა და უკრაინის მთავრი ქალაქების შემოგარენს. პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტებს ქვეყნის პარალიზება სურთ, მაგრამ უკრაინელები დარტყმებს იგერიებენ.

„ჩვენ წარმატებით მოვიგერიეთ მტრის თავდასხმები. ბრძოლა გრძელდება ქვეყნის არაერთ ქალაქსა და რაიონში. მაგრამ ვიცით რომ ჩვენს ქვეყანას, მიწას და ბავშვების მომავალს დავიცავთ. კიევისა და მთავარი ქალაქების შემოგარენს ჩვენი არმია აკონტროლებს. ოკუპანტებს სურდათ ჩვენი ქვეყნის პარალიზება და აქ მარიონეტული მთავრობის დანიშვნა, როგორც დონეცკში. ჩვენ ამ მიზნის ხელი შევუშალეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend