მთავარისაქართველოქართველი ქირურგი კიევის კლინიკაში

ქართველი ქირურგი კიევის კლინიკაში

ქარ­თვე­ლი ქი­რურ­გი არ­ჩილ ჭან­ტუ­რი­ძე კი­ე­ვის ერთ-ერთ სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კა­ში უკ­რა­ი­ნელ დაჭრილ ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას რუ­სებ­საც უწევს.

“დღეს, რო­გორც არას­დროს, გვმარ­თებს ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რა. ამ ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში მე ჩემს ოჯახ­თან ერ­თად კი­ევ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია. მე ვარ ქი­რურ­გი და ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ე­ვის ერთ-ერთ სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კა­ში ჩემს პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში ვას­რუ­ლებ. მე მო­ვა­ლე ვარ გვერ­დით და­ვუდ­ვე მათ ამ უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში. ჩვენ ერ­თად ვზრუ­ნავთ და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პი­რებ­ზე. ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­გებ­ში უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბიც არი­ან. მშვი­დო­ბას ვუ­სურ­ვებ უკ­რა­ი­ნას!”, –  ამბობს არ­ჩილ ჭან­ტუ­რი­ძე.

არ­ჩილ ჭან­ტუ­რი­ძე უკ­რა­ი­ნა­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend