კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში ღამის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.
კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები, თუ თავშესაფარში გადასვლას არ აპირებენ ან თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებში არ მუშაობენ.
„მეგობრებო! კიეველებო! უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად ყველა დარჩით სახლსა და თავშესაფრებში! არ გამოხვიდეთ გარეთ არავინ, მათ გარდა, ვინც მუშაობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებში ან თუ თავშესაფარში გადასვლას არ აპირებთ.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.