მთავარი სპორტი უკრაინის კალათბურთელთა ნაკრების მატჩი

უკრაინის კალათბურთელთა ნაკრების მატჩი

უკრაინის კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. აინარს ბაგატსკისის გუნდს შეხვედრაში მონაწილეობის მიღება მას შემდეგ მოუხდა, რაც მოთამაშეებმა გაიგეს, რომ მათ ქვეყანაში რუსეთის ჯარი შეიჭრა. ესპანელმა გულშემატკივრებმა უკრაინელები ოვაციით გაამხნევეს.

„პროფესიონალურ სპორტში მთავარი ფსიქოლოგიური მზადყოფნაა. სწორედ ამის შემდეგ იწყება ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური მზადება თამაშისთვის. ჩვენ გუნდში დილის ხუთი საათიდან არავის არ ეძინა , ბუნებრივია, რომ ამ თამაშისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით. ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, მათი ენერგიითა და ემოციებით. იმედი მაქვს ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და თავს ასე ცუდად არასდროს იგრძნობთ”, – განაცხადა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, აინარს ბაგატსკისკმა.

„არ მჯერა რომ ეს სიგიჟე 2022 წელს ხდება. პუტინი უკრაინაში არ უნდა მოსულიყო. ვფიქრობ, რომ მსოფლიო ამ ფაქტს უყურადღებოდ ვერ დატოვებს რადგანაც ის რასაც პუტინი ახლა უკრაინაში აკეთებს მხოლოდ დასაწყისია, იგი არ შეჩერდება და სხვა ქვეყნებშიც შევა. ამიტომაც ერთად უნდა ვიდგეთ და ვთხოვოთ ყველას დახმარება იმისათვის რომ ეს უბედურება შეჩერდეს”, – ამბობს უკრაინის ნაკრების კალათბურთელი, არტიომ პუსტოვი.

მატჩი ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი, რომელიც კიევში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend