მთავარისაქართველოსაქართველოს ეროვნული ბანკი არ უერთდება რუსული მსხვილი ბანკებისთვის დაწესებულ სანქციებს

საქართველოს ეროვნული ბანკი არ უერთდება რუსული მსხვილი ბანკებისთვის დაწესებულ სანქციებს

საქართველოს ეროვნული ბანკი არ უერთდება რუსული მსხვილი ბანკებისთვის დაწესებულ სანქციებს – 25 თებერვალს გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს რუსული ვითიბი ბანკი. საქართველოს ცენტრალური ბანკი ამ გადაწყვეტილებას მეანაბრეების ინტერესების დაცვით ხსნის.

„პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს “ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. “ვითიბი ბანკი ჯორჯია“, შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოქვეყნებიდან მალევე, ეს განცხადება წაიშალა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამავე განცხადების განმარტება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მთავარი ამოცანა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაა.

რუსული „ვითიბი ბანკ ჯორჯია“ კი საქართველოში ოპერირებას აგრძელებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე შეიარაღებული აგრესიის გამო  აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული მსხვილი ბანკებისთვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციები შეზღუდეს.

დასავლეთის მხრიდან რუსული მსხვილი ბანკებისთვის დაწესებული სანქციები 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend