მთავარისაქართველოქართული ბიზნესი უკრაინის მხარდასაჭერად

ქართული ბიზნესი უკრაინის მხარდასაჭერად

მიხაილი ორსულ ცოლთან ერთად დასასვენებლად უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა. დაწყებულმა ტრაგედიამ წყვილის სამომავლო გეგმები სრულად არია.

„საქართველოდან დღეს ვაპირებდით გაფრენას. სამთო კურორტ გუდაურში ვისვენებდით, როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ გავიგეთ. შეშფოთებულები ვართ. პირველ რიგში მშობლებს დავურეკეთ უკრაინაში, შემდეგ კი მეგობრებს. ჩვენს სასტუმროში უკრაინული არხები არ არის. ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ვიგებდით. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ძალიან რთულია ამაზე საუბარი. სანამ ავიამიმოსვლა არ აღდგება, ვერაფერს გეტყვით“, – წუხს მიხაილ მედვედევი.

შექმნილი მძიმე ვითარების გამო სასტუმრო „თბილისი-ცენტრალმა“ საქართველოში დარჩენილ უკრაინელ ტურისტებს სრულიად უსასყიდლოდ დასარჩენი შესთავაზა. მსურველები მალევე გამოჩნდნენ – განცხადებიდან რამდენიმე საათში 50-მდე უკრაინელი დაუკავშირდა სასტუმროს.

„ამ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში გადავწყვიტეთ, რომ დავეხმაროთ და გვერდით დავუდგეთ ჩვენს უკრაინელ თანამოძმეებსა და მეგობრებს და შევთავაზოთ სრულიად უსასყიდლოდ სასტუმროში განთავსება. ესენი არიან საქართვლოში ჩარჩენილი უკრაინელები. მაქსიმალურად ვცდილობთ, მათ მდგომარეობაში შევიდეთ და დავეხმაროთ“, – ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ესმა გაფრინდაშვილი.

თბილისი-ცენტრალი“ ერთადერთი სასტუმრო არაა, რომელმაც უკრაინელი ხალხს დახმარების სურვილი გამოთქვა. სოციალურ ქსელებში ასობით მოქალაქე გაერთიანდა და ცდილობენ, მძიმე დღებში უკრაინელ ერს გვერდით დაუდგნენ.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend