მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSუკრაინის ელჩი გაეროში: რუსეთის ფედერაციამ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა უნდა დათმოს

უკრაინის ელჩი გაეროში: რუსეთის ფედერაციამ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა უნდა დათმოს

გაეროში უკრაინის ელჩმა სერგი კისლიცამ უსაფრთხოების საბჭოს წევრებს ომის შეჩერება სთხოვა. მან ასევე თქვა, რომ თუ რუსეთის ელჩს ვასილი ნებენზიას არ შეუძლია დადებითი პასუხის გაცემა, მაშინ მან უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა უნდა დათმოს.

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა უკრაინის კრიზისის განსახილველად გაიმართა.

“ერთი საათის წინ მე ვაპირებდი რუსეთის ელჩისთვის მეთხოვა დაედასტურებინა, რომ რუსული სამხედროები უკრაინას ცეცხლს არ გაუხსნიდნენ. ეს უკვე უსარგებლო გახდა 48 წუთის წინ. რადგან დაახლოებით 48 წუთის წინ თქვენმა პრეზიდენტმა უკრაინას ომი გამოუცხადა. ახლა მინდა რუსეთის ფედერაციის ელჩს მოვუწოდო დაგვიდასტუროს, რომ რუსული სამხედროები არ დაბომბავენ უკრაინულ ქალაქებს. რომ თქვენი ჯარები არ შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე. თქვენ მობილური გაქვთ, შეგიძლიათ ლავროვს დაურეკოთ. ჩვენ დავიცდით. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ეს დამიდასტუროთ, მაშინ რუსეთის ფედერაციამ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა უნდა დათმოს”, – განაცხადა გაეროში უკრაინის ელჩმა სერგი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოზე.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend