მთავარისაქართველოკარლ ჰარცელი - ქართველ მოსახლეობაზე უკეთ არავის ესმის უკრაინის მდგომარეობა

კარლ ჰარცელი – ქართველ მოსახლეობაზე უკეთ არავის ესმის უკრაინის მდგომარეობა

ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა.

კარლ ჰარცელი საქართველოში უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე სოლიდარობას გამოსახატავად მივიდა.

,,ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები, აქტიური ზომები ამ პროცესის წინა ნაწილის საპასუხოდ. დღეს საღამოს, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა შეაფასონ სიტუაცია და გადაწყვიტონ შემდგომი ზომები”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ჰარცელის განცხადებით უკრაინის სიტუაცია საქართველოს ყველაზე კარგად ესმის.

,,ვფიქრობ, ქართველ მოსახლეობაზე უკეთ არავის ესმის უკრაინის მოსახლეობის მდგომარეობა, 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend