დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტვიტერის გვერდზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნატოს ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მოითხოვა.
“ეს არის კატასტროფა მთელი კონტინენტისთვის. შედგება საუბარი ჩემსა და დიდი შვიდეულის ლიდერებს შორის. მოვითხოვ ნატოს ყველა ქვეყნების ლიდერის სასწრაფო შეხვედრას, რაც შეიძლება მალე”, – წერს ტვიტერზე ბორის ჯონსონი.
This is a catastrophe for our continent.
I will make an address to the nation this morning on the Russian invasion of Ukraine.
I will also speak to fellow G7 leaders and I am calling for an urgent meeting of all NATO leaders as soon as possible.
— Boris Johnson (@BorisJohnson) February 24, 2022
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ 24 თებერვალს დილით განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.