მთავარისაქართველოვიდეობლოგერი ქაღალდის სკრეპს ელექტრომობილში ცვლის

ვიდეობლოგერი ქაღალდის სკრეპს ელექტრომობილში ცვლის

თბილისში მცხოვრებმა 28 წლის იუმორისტმა და ვიდეობლოგერმა გადაწყვიტა ჩვეულებრივი ქაღადლის სარჭი ელექტრომობილში გადაცვალოს. სქემა შემდეგნაირია – გადაცვალო რაღაც ნივთი ცოტა უფრო ძვირფას ნივთში და გაზარდო მათი ღირებულება, ვიდრე სამიზნე შედეგამდე არ მიხვალ.

ეს იდეა ჩვენი სიუჟეტის გმირს არ ეკუთვნის, მისი შთაგონების წყარო კანადელი კაილ მაგდონალდია, რომელმაც 2005 წელს ქაღალდის სარჭი ორსართულიან სახლში გადაცვალა, რისთვისაც  ერთი წელი დასჭირდა.

„სულ მინდოდა, რომ მეც გამეკეთებინა და მიმებაძა. ჯერ ბავშვი ვიყავი, მაგიტომ ვერ ვაკეთებდი. მერე ცოტა ენთუაზიაზმის ამბავი იყო, რომ აი, არ გამომივა. მერე რეალობიდან გამომდინარე, საქართველოში არ გამომივა. ერთ მშვენიერ დღესაც, სამსახურში მიმავალმა ვიპოვე (ძირს ეგდო, ეგეც კი არ მიყიდია) ქაღალდის სარჭი და რაღაც ნიშნად მივიღე ეგ ამბავი, რომ უნდა დავიწყო თქო“, – იხსენებს ჟორა, რომლის ფსევდონიმიც კეისარია.

ექვსი გადაცვლის შემდეგ ჟორას უკვე ველოსიპედი აქვს. თავდაპირველად  ქაღალდის სარჭი ხის სათამაშო თოფში გადაცვალა, თოფი რესტორნის ვაუჩერში, ვაუჩერი  მიკროფონში, მიკროფონი კომპიუტერის ქეისში, ქეისი ველოსიპედში, ველოსიპედი კი უკეთეს ველოსიპედში.

„ჩემი მთავარი მიზანი არ არის ელექტრომობილამდე მივიდე და უბენზინო მანქანით იაროს ჟორამ ქალაქში. მთავარი მიზანი არის გაცვლა-გამოცვლის, როგორც ვაჭრობის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაცია.

დავუშვათ, რაღაც ნივთი აღარ გჭირდება და რაღაცა გინდა რომ მოიპოვო. არ არის აუცილებელი, რომ ის ნივთი გაყიდო, ჯერ იმას ელოდო, გაყიდი თუ ვერ გაყიდი. მერე იმ თანხით ან იყიდი, ან არა იმ ნივთს რაც გჭირდება. როცა შეიძლება, ან იმავე ნივთში გაცვალო, ან რამდენიმე გაცვლით მიხვიდე იქამდე“, – ამბობს ჟორა კეისარი.

28 წლის ჟორამ ყველაფერი ექვსი თვის წინ დაიწყო. იდეა რომ რეალობად ექცია ფეისბუკ ჯგუფი სკრეპი – ელექტრომობილში შექმნა. დღეს ამ ჯგუფში 5 ათასამდე ადამიანია გაწევრიანებული. ნივთების გაცვლის მსურველებს ჟორა ტიკ-ტოკსა და იუთუბზეც ეძებს. ამბობს, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

ჟორას შთაგონების წყაროს, კანადელ კაილ მაგდონალდს, მიზნის მისაღწევად გაცვლის 14 ეტაპი დასჭირდა. ამ ამბავს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2007 წელს მან წიგნიც დაწერა, რომელიც რამდენიმე ენაზე ითარგმნა. ჟორას მსგავსად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კაილ მაგდონალდს არაერთი მიმდევარი ჰყავს.

გიორგი ბოლქვაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend