ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა არ შეეძლოთ მესამე სამყაროს ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ აღიარებული ვაქცინებით არ იყვნენ აცრილნი.
ევროკავშირის მიერ აღიარებულია „პფაიზერის,“ „მოდერნას,“ „ასტრაზენეკას,“ „ჯონსონ & ჯონსონის“ და „ნოვოვაქსის“ ვაქცინები. თუმცა 1 მარტიდან ევროკავშირი ასევე აღიარებს ჩინური წარმოების “სინოფარმის”, “სინოვაკის” და ინდური კომპანიის „ბარატ- ბაიოტეკის“ მიერ წარმოებულ ვაქცინებს.
ევროკავშირმა რეკომენდაციები 22 თებერვალს გასცა და 1 მარტიდან ამოქმედდება.