მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები არ შეიცვლება

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები არ შეიცვლება

უკრაინის ირგვლივ დაძაბულობა ყოველდღიურად იმატებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, რუსეთი აღიარებს ლუჰანსკისა და დონეცკის სეპარატისული რეგიონების დამოუკიდებლობას.

ამ ნაბიჯის შემდეგ დასავლეთში ახალ სანქციებზე დაიწყეს საუბარი. ამავდროულად, უკრაინის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას და აღიარა 2 სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ვითარება უკრაინაში. განკარგულების მიხედვით, რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდებიან ლუჰანსკსა და დონეცკში.

მოგვიანებით პრეზიდენტმა პუტინმა მიმართა მოსახლეობას და აღნიშნა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა ქვეყნებს. ნატოში უკრაინის გაწევრიანება კი პირდაპირი საფრთხეა რუსეთისთვის.

რამდენიმე საათში უკრაინის ოფიციალური პირები და მედიასაშუალებები თვითმხილველების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ დიდი სამხედრო კოლონები დონეცკის გავლით გადაადგილდებოდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხი არ დააყოვნა და ხანგრძლივი სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები არ შეიცვლება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მოთხოვნით, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა იქნა მოწვეული.

პუტინის ქმედებების გამო შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთსა და ევროკავშირში  საუბრობენ ახალი სანქციების შესახებ. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობით შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend