მთავარიმსოფლიოგერმანიამ გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

გერმანიამ გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაზსადენის, “ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.

”უახლესი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გადავაფასოთ სიტუაცია, განსაკუთრებით „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-თან დაკავშირებით”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს სთხოვა, გადაედგა ნაბიჯები, რათა ამ მომენტში სერტიფიცირების პროცესი აღარ გაგრძელდეს.

„ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები შეაფასებენ მიწოდების უსაფრთხოებას,  რაც შეიცვალა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების- დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend