მთავარიმსოფლიოევროპადიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა უქმდება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა უქმდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ “ომიკრონის” გავრცელების პიკი გადავიდა. ინგლისის პრემიერის თქმით, ქვეყანაში ყველა შეზღუდვა უქმდება.

”ინგლისში ჩვენ მოვხსნით კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას. ამ ხუთშაბათიდან აღარ იმოქმედებს კანონი თვითიზოლაციის შესახებ იმ შემთხვევაშიც, თუ ტესტის პასუხი დადებითია”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ლონდონში კი კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად მოსახლობას უფასო ტესტირებას სთავაზობენ.

1 აპრილიდან ტესტირება უფასო მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის იქნება. დანარჩენებს თანხის გადახდა მოუწევთ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ეროვნული სტატისტიკის ცენტრმა შეაფასა ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი. სტატისტიკური მონაცემებით, ინგლისში ვირუსი 20 ადამიანიდან მხოლოდ ერთს უდასტურდება.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც გააუქმა ყველა სამართლებრივი შეზღუდვა –  ევროპის სხვა ქვეყნებში შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნიან.

ბელგიაში  პირბადეების ტარება აღარ იქნება სავალდებულო 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – ამასთან, ჩრდილოეთ საფრანგეთში, ლილში, არდადეგების შემდეგ მოსწავლეები სკოლაში ნიღბების გარეშე დაბრუნდებიან.

ბულგარეთში მარტის შუა რიცხვებიდან რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა საჯარო ადგილებში შესასვლელად „მწვანე სერტიფიკატის“ წარდგენა  აღარ იქნება საჭირო.

შეზღუდვები იხსნება იტალიაშიც. ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში ვირუსს 153 000 ადამიანი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend