ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი სავარაუდოდ ერთმანეთს შეხვდებიან. ეს შეხვედრა უნდა შედგეს სამიტზე, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შეკავების საკითხები უნდა განიხილონ. ამ ფონზე კი უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ბოლო ცნობებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრო-რუსმა სეპარატისტებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი ბოლო 5 დღის განმავლობაში 94-ჯერ გაუხსნეს.
ინტერვიუ “რონდელის ფონდის” მკვლევართან, გიორგი ბილანიშვილთან.