მთავარიმსოფლიომოსკოვმა ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა

მოსკოვმა ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

დოკუმენტი ოკუპირებული დონბასის რეგიონში მდებარე ორი მარიონეტული რეჟიმის, კრემლის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებასა და მათთან თავდაცვით თანამშრომლობას გულისხმობს.

“საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მანამდე ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს განუცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მოვლენათა ასეთი განვითარების გამო იმედგაცრუება გამოხატეს. ამასთან, მათ გამოხატეს მზადყოფნა კონტაქტების გასაგრძელებლად“ , – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

კრემლი იმეორებს 2008 წელს საქართველოში რუსული ინტერვენციის შემდეგ ამოქმედებულ გეგმას, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend