დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი კოვიდინფიცირებულია. ამ ამბავმა საზოგადოების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. მონარქს, რომელიც სრულად იყო აცრილი, გაციების მსუბუქი ნიშნები აქვს. თუმცა ის მაინც განაგრძობს თავისი უფლება-მოვალეობის შესრულებას.
საზოგადოების წევრებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და მთავარი ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კირ სტარ-მერმა დედოფალს გამამხნევებელი შეტყობინებები გაუგზავნეს.
95 წლის დედოფალს ვირუსი გადაედო უფროსი ვაჟისგან, მემკვიდრე ჩარლისგან, რომელსაც კოვიდი გასულ კვირას დაუდასტურდა.
ელისაბედ მეორე ბრიტანეთს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავს. 6 თებერვალს მისი მმართველობის 70-ე წლისთავი, ე.წ. “პლატინის იუბილე” აღინიშნა.