მთავარიკუბიდიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ცენტრს ქმნის

დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ცენტრს ქმნის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისიდან დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს რუსეთის მიერ გავრცელებული 40 ყალბი ინფორმაცია, მათ შორის იყო   რუსული სახელმწიფო არხებისა და სახელმწიფო ანგარიშების პუბლიკაციები.  დასავლური ქვეყნების აზრით, რუსეთი ცდილობს, ძალადობრივი ქმედებები გადააბრალოს უკრაინელ ჯარისკაცებს და ამ საბაბით შეიჭრას უკრაინაში.

ტრასის თქმით, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ცენტრის ჩამოყალიბება. ცნობილია, რომ ასეთი ცენტრი უკვე არსებობდა ცივი ომის დროს, თუმცა მისი დასრულების შემდეგ, ცენტრმა ბრიტანეთში მუშაობა შეწყვიტა, თუმცა, მინისტრის თქმით, რუსული პროპაგანდა კვლავ გრძელდება.

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე დასავლეთის ლიდერებმა განიხილეს სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია. 1 თებერვალს გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ კიევის მთავრობა დონბასში აპირებდა „სრულმასშტაბიანი ომის“ დაწყებას სეპარატისტების წინააღმდეგ. სამი დღის შემდეგ გამოქვეყნდა კიდევ ერთი სტატია. რუსული პრესა იუწყებოდა, რომ ბრიტანელი, ამერიკელი და ესტონელი ჟურნალისტები დონბასში ჩავიდნენ, რათა გადაეღოთ და შემდეგ გაეყალბებინათ ვიდეო, რომელშიც რუსული აგრესიის აქტის ამსახველი კადრები იქნებოდა. ბოლო სტატიაში, რომელიც რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა, აღნიშნული იყო, როგორ ააფეთქეს უკრაინელებმა ჭურვი უკრაინა-რუსეთის საზღვრის რუსულ მხარეს. ამ ამბავს ტვიტერზე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და განაცხადა, რომ ეს ყალბი ინფორმაცია და რუსული საინფორმაციო ომის ნაწილია. „უკრაინას არასდროს გაუხსნია ასეთი ცეცხლი“, – დაწერა კულებამ ტვიტერზე.

 

აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში, პერიოდულად არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზაციისა და რუსეთის შესაძლო აგრესიის საფრთხის მიუხედავად, უკრაინელ ჯარისკაცებს ნაბრძანები აქვთ, რომ სეპარატისტების პროვოკაციების საპასუხოდ ცეცხლი არ გახსნან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend