მთავარიმსოფლიოავსტრალიაავსტრალიაში საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრები გაიხსნა

ავსტრალიაში საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრები გაიხსნა

სიდნეის აეროპორტში ორწლიანი პაუზის შემდეგ საერთაშორისო  მოგზაურები გამოჩნდნენ. ავსტრალიის  მთავრობის გადაწყვეტილებით,  გაიხსნა ქვეყნის საზღვრები და გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვები.

მოგზაურებს ორი წლის განმავლობაში პირველად შეუძლიათ ავსტრალიაში ჩასვლა. მთავრობამ, როგორც იქნა, გააუქმა პანდემიის გამო დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვები.

აცრილ მგზავრებს სიდნეის აეროპორტში სათამაშო კოალებითა და საყვარელი ავსტრალიური კერძებით ხელში გახარებული ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. ზოგიერთი მათგანი ავსტრალიაში ბოლოს მაშინ იყო, სანამ პანდემია დაიწყებოდა. ახლა კი მათ საშუალება მიეცათ, ოჯახის წევრები მოენახულებინათ. ზოგი კი ორი წლის წინ დაგეგმილი და გადადებული ქორწილისთვის ჩამოვიდა.

ავსტრალიის ყველაზე დიდი შტატი – დასავლეთი ავსტრალია კი ტურისტებისთვის, ოჯახის ახლობლებისა და ბიზნეს მოგზაურებისთვის 3 მარტიდან გახსნის საზღვრებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend