მთავარი ამბები კანადა მილიონზე მეტ მიგრატს ქვეყანაში ეპატიჟება

კანადა მილიონზე მეტ მიგრატს ქვეყანაში ეპატიჟება

კანადის მთავრობა მიზნად ისახავს, ქვეყანაში 2022 წელს 431,000-ზე მეტი მუდმივი მცხოვრები შევიდეს. 2023 წელს – 447,000 და 2024 წელს – 451,000 ემიგრანტი.

კანადის მიგრაციის მინისტრი მიიჩნევს, რომ ემიგრანტების სიმრავლე ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

“ემიგრაციამ კანადას ხელი შეუწყო იმგვარ ჩამოყალიბებაში, როგორსაც ის დღეს წარმოადგენს.  ორიენტირებული ვართ ეკონომიკის აღდგენასა და იმიგრაცია არის აქამდე მისვლის გზა, – განაცხადა იმიგრაციის მინისტრმა შონ ფრეიზერმა.

კანადა მზად არის მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ქვეყანაში 1.3 მილიონზე მეტი ემიგრანტი შეიყვანოს.

კანადაში ჩასულების თითქმის 60%-ს ეკონომიკური იმიგრანტის კვალიფიკაცია მიენიჭება, შერჩევა მათი უნარებისა და სამუშაო გამოცდილების საფუძველზე მოხდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

კანადაკანადა

Send this to a friend