ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტი ლიდერი დენის პუშილინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასზე იერიშისთვის ემზადებიან.
თუმცა, დონეცკის შეიარაღებულ ძალებს შესწევთ ძალა დაიცვან მოსახლეობა.
მისი თქმით, ცეცხლის გახსნის შემთხვევაში მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა მაინც საფრთხის ქვეშ იქნება. ამიტომ, დღეიდან, 18 თებერვლიდან იწყება მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია რუსეთში.
„დაბეჯითებით გთხოვთ, მოგვისმინოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ“, – მიმართავს დენის პუშელინი მოსახლეობას – „დროული გამგზავრება რუსეთში შეგინარჩუნუებთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.”