მთავარიაზიასირიაჩრდილოეთ სირიაში მდებარე დევნილთა ბანაკებში ცხოვრება სახიფათოა

ჩრდილოეთ სირიაში მდებარე დევნილთა ბანაკებში ცხოვრება სახიფათოა

ჩრდილოეთ სირიაში, ქურთი მებრძოლების მიერ კონტროლირებად ბანაკში, ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერებსა და რადიკალური დაჯგუფების ყოფილ წევრებს შორის დაპირისპირებაა.

ბანაკში მყოფები ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში არიან შემჩნეულნი და სამშობლოში დაბრუნების უფლება არ ეძლევათ.

კანადის მოქალაქე კიმბერლი პოლმანი ამბობს, რომ ბანაკში ცხოვრება ურთულესია.

“მშობლების შეცდომის გამო ბავშვების დასჯა არ შეიძლება. მდგომარეობა აქ მხოლოდ თუ გაუარესდება. აქ ბევრი რადიკალია და ვითარება ცუდი, ბევრ ადამიანი აქ მტრულად არის განწყობილი, ქალებსა და ბავშვებს კი აქ ცხოვრება ძალიან გვიჭირს“, – წუხს  ბანაკის მკვიდრი კიმბერლი პოლმანი.

ქურთი მებრძოლები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთ-ერთ წამყვან სამხედრო შენაერთს წარმოადგენენ. რადიკალი სუნიტების ისლამური ხალიფატის დამარცხებიდან 3 წლის შემდეგ ისლამური სახელმწიფოს ათასობით ყოფილი მებრძოლი წლებია ქურთი მებრძოლების მიერ კონტროლირებად ბანაკებში არიან თავმოყრილნი.

ბანაკში იმყოფება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ზაკია კახერიც,  ის ამბობს, რომ ბანაკში თავს დაესხნენ.

“აქ მყოფებს უცხოელები არ უყვართ, ქვებს გვესვრიან, მე კი მეგონა, რომ აქ უსაფრთხოდ ვიქნებოდი. მაგალითად, მუსიკის მოსმენის უფლებასაც არ მაძლევენ, ჩვენი სურვილისამებრ ცხოვრების საშუალება არ გვეძლევა“, – ამბობს ბანაკის მკვიდრი ზაკია კახერი.

ზაკიას სამშობლოში დაბრუნების უფლება არ აქვს, ბანაკში მასთან ერთად მისი 5 შვილი ცხოვრობს, ზაკიას თქმით, მას სურს, შვილებს ნორმალური ცხოვრების პირობები შეუქმნას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend