მთავარიამერიკაარგენტინაარგენტინაში მოხეტიალე ცირკის მიერ მიტოვებულ ბენგალურ ვეფხვებს გადაარჩენენ

არგენტინაში მოხეტიალე ცირკის მიერ მიტოვებულ ბენგალურ ვეფხვებს გადაარჩენენ

არგენტინაში მოხეტიალე ცირკის მიერ სარკინიგზო ვაგონში მიტოვებულ ბენგლურ ვეფხვებს ორგანიზაცია Four Paws International-ი გადაარჩენს.

ცხოველთა დაცვის გლობალურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმება მიღწეულია და ცხოველებს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ნაკრძალში გადაიყვანენ.

სამაშველო მისიის ხელმძღვანელის ამირ ხალილის განცხადებით, ვეფხვებს სჭირდებათ ტერიტორია, სადაც მათთვის ჩვეული გარემო იქნება და თავს მშვიდად იგრძნობენ, თუმცა ამ ყველაფერს დრო დასჭირდება.

ამირ ხალილი ამბობს, რომ ზოგჯერ ცხოველებს ახალ გარემოსთან შესაგუებლად წელიწადზე მეტი დრო სჭირდებათ, ზოგიერთი თავიდანვე კარგად გრძნობს თავს. ეს კი დამოკიდებულია ტრავმის სიმძიმეზე. ამირ ხალილი იმედოვნებს, რომ ვეფხვებს ახალი ადგილი ძალიან მოეწონებათ.

ორი ბენგალური ვეფხვი მოხეტიალე ცირკმა 75 კვადრატული მეტრის ფართობის სარკინიგზო ვაგონში მიატოვა. ადგილობრივი ფერმერი მათ 2007 წლიდან უვლიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend