მთავარიკუბიGoogle-ი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის შეგროვების უფლებას ზღუდავს

Google-ი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის შეგროვების უფლებას ზღუდავს

კომპანია გუგლის გეგმა მიმართულია სმარტფონებზე, რომლებსაც ანდროიდის პროგრამული უზრუნველყოფა აქვს. გუგლის ე.წ. პროექტით privacy Sandbox გათვალისწინებულია მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოცულობის შემცირება. მონაცემებს რეკლამის დამკვეთები აგროვებენ.

გუგლის კონკურენტმა კომპანია „ეიფლმა“ მსგავსი გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო. აპლიკაციების შემქმნელები ვალდებული არიან, აიღონ ნაბართვა მომხმარებლისგან და ისე დააკვირდნენ მის ქცევას. „ეფლის“ ამ ნაბიჯმა უკვე გამოიღო შედეგი. კვლევების მიხედვით, აშშ-ში „ეფლის“ მომხმარებელთა 96% უარს ამბობს დაკვირვებაზე.

გუგლის ცნობით, 2023 წლისთვის ე.წ. ქუქი ფაილები, ანუ ფაილი, რომელიც მომხმარებლის მოქმედებების შესახებ ინახავს ისტორიას და აწვდის რეკლამის დამკვეთებს, თანდათანობით გაქრება გუგლის ქრომის ბრაუზერიდან. საინფორმაციო ბლოგში კომპანია აღნიშნავს, რომ მუშაობს ისეთ ზომებზე, რომლებიც მომხმარებელთა მონაცემების გაზიარებას შეზღუდავს. კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს აპლიკაციების შემქმნელებთან, როგორ გააუმჯობესონ კონფიდენციალურობის პოლიტიკა ისე, რომ რეკლამის დამკვეთებმაც მიიღონ სარგებელი.

ტექნიკური კომპანია არ აკონკრეტებს, თუ რა გზით აპირებს ამ პრობლემის აღმოფხვრას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend