მთავარიმსოფლიოევროპაგერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში კოვიდრეგულაციების დიდ ნაწილს აუქმებენ

გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში კოვიდრეგულაციების დიდ ნაწილს აუქმებენ

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული თითქმის ყველა რეგულაცია 20 მარტისთვის მოიხსნება. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს გერმანიის მოსაზღვრე ქვეყნებმა – ავსტრიამ და შვეიცარიამ.

სამსაფეხურიანი გეგმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკვე დაამტკიცა, როგორც ის ამბობს, ვირუსის პიკი უკვე გადავლილია.

„გერმანიაში შეზღუდვების დიდი ნაწილი სამ ეტაპად გაზაფხულამდე მოიხსნება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

ავსტრიის მთავრობის განცხადებით, ისინი კოვიდშეზღუდვების გაუქმებას 5 მარტისთვის აპირებენ, თუმცა პირბადის ტარება გარკვეულ ადგილებში მაინც სავალდებულო იქნება.

„თუ მიზანმიმართულად, თუმცა ფრთხილად და ნელ-ნელა ვიმოქმედებთ, ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ის თავისუფლება, რომელიც ვირუსმა წაგვართვა”, – ამბობს ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი.

შვეიცარიის მთავრობა კი კოვიდრეგულაციების დიდ ნაწილს 17 თებერვალს მოხსნის.

„დაავადებების ფორმა ახლა შედარებით მსუბუქია. საავადმყოფოებს გადატვირთვა აღარ ემუქრება, მაგრამ ვიცით, რომ კოვიდი არ გამქრალა და ვირუსით ისევ იტანჯება მრავალი ადამიანი. არც მისი გრძელვადიანი შედეგების შესახებ ვიცით ბევრი რამ. თუმცა, მთავარი ის არის, რომ პანდემია საშიში აღარ არის”,  – განაცხადა შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრმა ალენ ბერსემ.

მიუხედავად “ომიკრონის” ვარიანტით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, შვეიცარიაში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend