მთავარიევროპაუკრაინადონბასში რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს არიგებენ

დონბასში რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს არიგებენ

ივან მალიუტა დონეცკში ცხოვრობს, ქალაქში რომელსაც პრო-რუსი სეპარატისტები აკონტროლებენ.

ცოტა ხნის წინ ივანმა ოჯახისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შესახებ  განცხადება შესაბამის უწყებაში შეიტანა, მალე ივანს მის მეუღლეს და სამ შვილს რუსული პასპორტები ექნებათ.

დონბასის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა 720 ათას ადამიანს აქვს, მოსკოვი დონბასის მოსახლეობის წახალისებისათვის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს და მმართველი პარტიის წევრობას არიგებს.

ნატოს წევრი სახელმწიფოების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა განცხადებით ბოლო 48 საათში უკრაინის გარშემო რუსეთის ფედერაციის მიერ თავმოყრილი ჯარისკაცების რაოდენობა კიდევ 7 ათასით გაიზარდა.

ბრიუსელში კი უკვე მეორე დღეა, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრიალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი კი მოკავშირეებს ონლაინ რეჟიმში ესაუბრა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უალესი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო კონცენტრაცია გრძელდება.

“მიმაჩნია, რომ მოსკოვი იტყუება, რეალობა კრემლში გაკეთებული განცხადებების საპირისპიროა, ბოლო 48 საათის განმავლობაში უკრაინის გარშემო კიდევ 7 ათასი რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. ბელარუსისა და უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე მოსკოვისა და მინსკის მიერ თავდასხმისთვის სამხედრო მზადება შეინიშნება“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უალესი.

ვაშინგტონი პოლონეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე 5 ათას ჯარისკაცს აგზავნის, გაერთიანებული სამეფო კი პოლონეთში სამხედრო საჰაერო ხომალდებს და ასობით სამხედროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ნიდერლანდების და ნორვეგიის სამეფოები კი ლიეტუვაში ჯარებს აგზავნიან. დანიის სამეფოსა და ესპანეთის სამხედრო საჰაერო ძალები კი აღმოსავლეთ ევროპაში პატრულირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend