საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირი-აფრიკის კავშირის ორდღიანი სამიტის წინ, პარიზში აფრიკისა და ევროპის ლიდერებს შეხვდა. საფრანგეთში ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მაკრონმა საფრანგეთის ჯარი მალიდან გაიყვანოს, რითიც დასავლეთ აფრიკაში ცხრაწლიან მისიას დაასრულებს.
თუმცა პარიზი აპირებს, კვლავ ჩაატაროს სამხედრო ოპერაციები ისლამურ ექსტრემიზმთან საბრძოლველად აფრიკის საჰელის რეგიონის სხვა ქვეყნებში.
დაძაბულობა იზრდება მალის, მის აფრიკელ მეზობლებსა და ევროკავშირს შორის. საფრანგეთის ყოფილმა კოლონიალურმა ძალამ თავდაპირველად ჯარი მალიში 2013 წელს განალაგა, რათა ჯიჰადის მებრძოლებს დაპირისპირებოდა. მაგრამ მისია არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. მეამბოხეები თავს დაესხნენ როგორც მალის ჯარებს, ასევე მათ მოკავშირეებს.
2020 წლიდან, ორი გადატრიალების შემდეგ, საფრანგეთი და სხვა დასავლური ქვეყნები წუხან, რომ მალის ხუნტამ არ გამოიყენა შესაძლებლობა, სამოქალაქო მმართველობა აღედგინა.
ევროკავშირი-აფრიკის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, დაჰპირდა ევროკავშირს 150 მილიარდი ევროს მობილიზებას, რომელიც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აფრიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.