მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი - "მნიშვნელოვანია დიპლომატები და ეუთოს წარმომადგენლები რჩებოდნენ უკრაინაში"

ვოლოდიმირ ზელენსკი – “მნიშვნელოვანია დიპლომატები და ეუთოს წარმომადგენლები რჩებოდნენ უკრაინაში”

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღეს, დილის 11:00 საათზე 29-ჯერ გახსნეს ცეცხლი. 27 შემთხვევაში გამოყენებული იყო ის შეირარაღება, რომელიც აკრძალულია მინსკის ხელშეკრულებით. წინასწარი მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაშავებულია საბავშვო ბაღის სამი თანამშრომელი. ბავშვები თავშესაფარში გადაიყვანეს.

“პრო-რუსული ძალების მხრიდან დაბა ლუჰანსკის საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთოს წარმომადგენლები რჩებოდნენ უკრაინაში, მათი მონიტორინგი ძალის შეკავების დამატებითი შესაძლებლობაა. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მექანიზმი, რომ აღვრიცხოთ ცეცხლის შეწყვეტის ყველა დარღვევა”,  – წერს ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend