საფრანგეთში ვაქცინაციის წინააღმდეგ მოქალაქეებმა სატვირთო მანქანებით ქალაქ ლილის მახლობლად, სუპერმარკეტის ავტოსადგომზე საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირის ინსტიტუტების წინ საპროტესტო აქციის გამართვას. ბრიუსელში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დემონსტრაციის გამართვა აკრძალულია.
„ჩვენი გეგმაა, რომ ყველა ევროპულ ინსტიტუტს გავაგებინოთ ჩვენი პრობლემა. ვხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში მოქალაქეები მეტ-ნაკლებად ახერხებენ, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ. არ ვიცით, სადამდე წავალთ, მაგრამ წინ მივდივართ და ისმის ჩვენი ხმა. სხვაგვარად არ შეგვიძლია”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შაბათს პარიზში 97 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები სამართალდამცველების ბრძანებას კოლონის შეჩერების შესახებ არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
საპროტესტო აქცია „თავისუფლების კონვოი“ კანადის დედაქალაქში, ოტავაში, დაიწყო, რამაც ამერიკაში ვაჭრობა შეაფერხა. მსგავსი გამოსვლები მთელ მსოფლიოში იმართება.