მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში ინფლაციასთან საბრძოლველად გადასახადები შეამცირეს

პოლონეთში ინფლაციასთან საბრძოლველად გადასახადები შეამცირეს

ბოლო რამდენიმე დღეა, პოლონეთის საზღვრისპირა ბენზინგასამართი სადგურები ძალიან გადატვირთულია. პოლონეთის მთავრობამ ინფლაციასთან საბრძოლველად გადასახადები 23 პროცენტიდან 8 პროცენტამდე შეამცირა და ძირითად საკვებზე საერთოდ გააუქმა დამტებული ღირებულების გადასახადი.

ჩეხები, სლოვაკები თუ გერმანელები სარგებლობენ ამ შემთხვევით და საყიდლებზე მეზობელ ქვეყანაში გადადიან, რადგან, ჩეხეთისგან განსხვავებით, პოლონეთში ყველაფერი გაცილებით იაფია – საკვები, ყოველდღიური მოხმარების საგნები თუ საწვავი.

ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგებია. ბევრ ადამიანს სურს იაფი საწვავის შეძენა.

ჩეხეთის საზღვარზე საბაჟო  კონტროლს აძლიერებენ, რათა თავიდან აიცილონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც იაფი საწვავის ტრანსპორტირებას უკავშირდება.

საბაჟო დეპარტამენტის სპიკერი ივანა კურკოვა ამბობს, რომ საწვავის სავსე ავზისა და დამატებით 20 ლიტრის გარდა, მოქალაქეები დიდი ცისტერნებით ცდილობენ საწვავის ქვეყანაში შემოტანას, რაც, მისი შეფასებით, უკანონოა.

პოლონეთში გასული წლის დეკემბერში ინფლაცია 8.6 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ახლა კი საწვავი და პროდუქტი დაახლოებით ერთი მეოთხედით გაიაფდა.

შესაძლოა, ვითარება 6 თვეში შეიცვალოს, როდესაც კვლავ დაწესდება გადასახადების  ადრინდელი ოდენობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend