ამერიკული ფეხბურთის ლიგის. “ენეფელის” ფინალი, 56-ე სუპერბოული “ლოს-ანჯელეს რემსის” გამარჯვებით დასრულდა. საშინაო არენაზე “რემსმა” “ცინცინატი ბენგალსი 23:20 დაამარცხა. გადამწყვეტი თაჩდაუნი მეთიუ სტეფორდისგან მიღებული პასით კუპერ კაპმა შეასრულა. კუპერ კაპი სუპერბოულის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
„ცინცინატიმ ძალიან კარგად ითამაშა. პლეიოფში მათ შესანიშნავი დაცვის შედეგად მიაღწიეს წარმატებას, მაგრამ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან დროს საჭირო ადამიანს მივეცით ბურთი, მეთიუ სტეფორდმა ბრწყინვალე პასი გააკეთა და ის ახლა მსოფლიო ჩემპიონია,”- განაცხადა მატჩის შემდეგ “ლოს-ანჯელეს რემსის” მთავარმა მწვრთნელმა, შონ მაკვეიმ.
“ლოს-ანჯელეს რემსმა” ვინს ლომბარდის ტიტული მეორედ მოიპოვა.