მთავარიმსოფლიოNATOშავი ზღვის ყველაზე დიდ საპორტო ქალაქში 1000 ამერიკელი ჯარისკაცი გადაისროლეს

შავი ზღვის ყველაზე დიდ საპორტო ქალაქში 1000 ამერიკელი ჯარისკაცი გადაისროლეს

1700 ამერიკელი სამხედრო კი პოლონეთისკენ მიემართება

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ეს სამხედრო კოლონა რუმინეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრიდან შევიდა. ჯარები შავი ზღვის სანაპიროზე, საპორტო ქალაქ კონსტანცასკენ მიემართებიან. ადგილზე კი უკვე ასობით ამერიკელი სამხედროა, ბევრი კი გზაშია. ეს ჯარები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიწიდან მოემართებიან. შავ ზღვაში ყველაზე დიდ პორტში დღეს მათ ნატოს წევრი სახელმწიფოს და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი და ალიანსის გენერალური მდივანი მიმართავენ სიტყვით.

ამ ეტაპზე რუმინეთში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ჯარისკაცთა რაოდენობა 2 ათასს აღწევს. რუმინეთი ნატოს წევრი სახელმწიფო 2004 წელს გახდა. ერთი კვირის წინ კიდევ ერთ აღმოსავლეთ ევროპულ და უკრაინის მოსაზღვრე, სახელმწიფოში, პოლონეთში 1700 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა.

რუმინეთსა და პოლონეთში განთავსებულია ამერიკული ანტი – სარაკეტო დაცვის სისტემები, ამ უკანასკნელს კი მოსკოვი საფრთხედ მიიჩნევს. ვაშინგტონში მიაჩნიათ რომ ეს სამხედრო სისტემა ნატოს ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი მცირე და საშუალო რადიუსის სარაკეტო საფრთხისგან იცავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend