მთავარისაქართველომოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს ერთის ნაცვლად ორი სამსახური დაიცავს

მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს ერთის ნაცვლად ორი სამსახური დაიცავს

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებული სამსახურის ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეების პერსონალური ინტერესების დაცვა ორ სამსახურს მოუწევს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი. კენჭისყრაზე ორივე მათგანი გავა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატებმა მყარი არჩევანი ლელა ჯანაშვილზე გააკეთეს.

„ეს გაყოფა მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ამაღლდეს ორივე სამსახურის, ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ნეიტრალიტეტის ხარისხი. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ განუხრელად ვიხელმძღვანელებ იმ პრინციპებით, როგორიც არის – დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა, სამართლიანობა, კონფიდენციალურობა, საიდუმლოს დაცვის პრინციპი. ამ ყველა პრინციპის გვირგვინი გახლავთ ადამიანის ძირითადი უფლება და თავისუფლება.

როგორ გავაგრძელებ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში? მთავარი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, იქნება კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმება, ასევე კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სწორედ ეს კანონი და ბოლოს განხორციელებული ცვლილებები ზუსტად ასახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მისი უფროსის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ეს იქნება მთავარი ფუნქცია, რაც აღნიშნულ სამსახურს გააჩნია. ეს გახლავთ მონაცემთა დამუშავებაზე კანონიერების კონტროლი“,- აღნიშნავს ლალი ჯანაშვილი.

პროცესს სრულ უნდობლობას უცხადებს სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური სპექტრი. კრიტიკისა და უნდობლობის მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიცია მაინც დაესწრო კანდიდატებთან გასაუბრებას, თუმცა მხარს არცერთს არ დაუჭერენ.

“ძალიან მძიმე მოსასმენია, როცა ორივე კანდიდატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფის გადაწყვეტილებას ეთანხმება, მაგრამ ვერ აფასებენ პროცესს, რასაც პარლამენტში გასული წლის ბოლოს ჰქონდა ადგილი. ჩვენ მათგან ამის გამბედაობა ვერ დავინახეთ. ვერც ერთისგან მოვისმინე შეფასება ლექსო ლაშქარავას საქმეზე, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორს ჰქონდა დასკვნა და მან შინაგან საქმეთა სამინისტრო დააჯარიმა. სამწუხაროდ, ვერც ერთმა კანდიდატმა ამაზე მკაფიო პოზიცია ვერ დააფიქსირა. უმრავლესობას კონკურსის თავიდან გამოცხადებას ვურჩევდი. სესიაზე არც ერთ წარმოდგენილ კანდიდატს კენჭი არ უნდა ვუყაროთ – კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს”, – განაცხადა “ძალიან მძიმე მოსასმენია, როცა ორივე კანდიდატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფის გადაწყვეტილებას ეთანხმება, მაგრამ ვერ აფასებენ პროცესს, რასაც პარლამენტში გასული წლის ბოლოს ჰქონდა ადგილი. ჩვენ მათგან ამის გამბედაობა ვერ დავინახეთ. ვერც ერთისგან მოვისმინე შეფასება ლექსო ლაშქარავას საქმეზე, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორს ჰქონდა დასკვნა და მან შინაგან საქმეთა სამინისტრო დააჯარიმა. სამწუხაროდ, ვერც ერთმა კანდიდატმა ამაზე მკაფიო პოზიცია ვერ დააფიქსირა. უმრავლესობას კონკურსის თავიდან გამოცხადებას ვურჩევდი. სესიაზე არც ერთ წარმოდგენილ კანდიდატს კენჭი არ უნდა ვუყაროთ – კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს”, – განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებით, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სანდოობის კრიტერიუმებს ორივე კანდიდატი აკმაყოფილებდა. ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მიერ გამოთქმული კრიტიკა კი უსაფუძვლოდ მიაჩნიათ.

„ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილები და ეს აღნიშნა ყველამ, როგორც კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ საკმარისი თეორიული ცოდნა და მიუკერძოებლობის გამოცდილება, ანუ მათ შეუძლიათ, კარგად უხელმძღვანელონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. რაც შეეხება უპირატესობას, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ გარკვეული უპირატესობა მოიპოვა ლელა ჯანაშვილმა, ვფიქრობ, რომ უფრო დიდი გამოცდილება იყო განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის გამოც საკომიტეტო განხილვების შედეგად მოიპოვა უპირატესობა ერთ-ერთმა კანდიდატმა. მათი პროფესიული განათლება ძალიან კარგი წანამძღვარი იქნება იმისთვის, რომ ისინი კარგად გაუძღვნენ საქმეს. ვფიქრობ, ლელა ჯანაშვილის მიერ მოპოვებულ უპირატესობას დიდი მნიშვნელობა ექნება პლენარულ სხდომაზე განხილვების დროსაც“, – ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ერთის ნაცვლად ორი უწყების ჩამოყალიბება დაჩქარებული წესით გრძელდება. იგივე კომიტეტის მომდევნო სხდომაზე დეპუტატები მეორე  – საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილ ორ კანდიდატს მოუსმენენ. შემდეგ კი მათი საბოლოო მხარდაჭერა ან წინააღმდეგ წასვლა ყველა დეპუტატს, საპარლამენტო სესიაზე შეეძლება. რეგლამენტის მიხედვით, ორივე სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩევს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend