მთავარი ევროპა ბელგია მასწავლებლები სამუშაო გარემოსა და ფინანსების შემცირებას აპროტესტებენ

მასწავლებლები სამუშაო გარემოსა და ფინანსების შემცირებას აპროტესტებენ

ბრიუსელის ქუჩებში ათასობით ფრანგულენოვანი მასწავლებელი გამოვიდა. მათ სამუშაო გარემო და ფინანსების შემცირება გააპროტესტეს. დემონსტრანტების განცხადებით, მათ არ მოსწონთ გადატვირთული საკლასო ოთახები, სკოლის შენობების მდგომარეობა და თანამშრომელთა სიმცირე. პანდემიის შედეგად კი არსებული პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდა.

მასწავლებლები გადაიღალნენ. ამბობენ, რომ მეტის ატანა აღარ შეუძლიათ, მთელ ენერგიასა და რესურსს ისედაც თავიანთ მოსწავლეებს ახმარენ. ახლა მათ ყველაფრის კომპიუტერში გაკეთება უწევთ. ადგენენ კითხვებს, აღრიცხავენ გაცდენებს, არკვევენ, ავადმყოფობის გამო არ ესწრებიან მოსწავლეები გაკვეთილებს თუ სხვა მიზეზით. საკლასო ოთახები ძალიან გადატვირთულია. ზოგ კლასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებიც არიან, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ეს ყველაფერი კი დიდ ენერგიას მოითხოვს.

ფრანგულენოვან მასწავლებელთა დემონსტრაცია ბოლოს 2011 წელს გაიმართა, თუმცა ამჯერად ხალხი ბევრად უფრო გაღიზიანებულია, პროფკავშირები მხარს უჭერენ მათ გამოსვლებს. აქციის მონაწილეები ამბობენ,  რომ წესები სწრაფად იცვლება,  გათვალისწინებულ საათებზე მეტი დრო ეხარჯებათ, რაც კიდევ უფრო ზრდის გაუგებრობას.  ხელისუფლება კი მხოლოდ ხარჯების შემცირებით არის დაინტერესებული.

ვითარება უარესდება. მასწავლებლები აცხადებენ, რომ ითანამშრომლებენ  ევროპელ კოლეგებთან, რომ მოითხოვონ რეალური ცვლილებები. მათი მიზანია, მთავრობას გააგებინონ, რომ სკოლა მომავლის ინვესტიციაა.

უახლესი

სხვა ამბები

მასწავლებლებიმასწავლებლები

Send this to a friend