მთავარიევროპაუკრაინაბაიდენი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა

ბაიდენი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა

ჯო ბაიდენმა ამერიკის მოქალაქეებს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ უკრაინა, რადგან მიაჩნია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის რეალური საფრთხე არსებობს. ამავდროულად, შეერთებული შტატები აგრძელებს ევროპაში 3000 სამხედროს განთავსებას. ამერიკელი სამხედროების პირველი ნაწილი რუმინეთში უკვე ჩავიდა.

კიევმა  მიიღო ამერიკის მიერ გაგზავნილი სამხედრო აღჭურვილობის მორიგი პარტია, რომლის ნაწილს უკრაინელი ქვეითები სამხედრო წვრთნებისას იყენებენ.

სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებში ჩანს, თუ როგორ აგრძელებს რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის განლაგებას.

ბალტიის ქვეყნები რეალური საფრთხის წინაშე არიან.

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რეგიონში სწრაფად და  მტკიცედ იმოქმედოს. მისი შეფასებით, მოკავშირეების სამხედრო მზადყოფნა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მთავარი გარანტიაა, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება.

კიევში კვლავ  სამხედრო წვრთნებს ატარებენ, ბელარუსის ტერიტორიაზე კი 10 თებერვალს  დაიწყო რუსეთ-ბელარუსის სამხედრო ძალების ერთობლივი წვრთნა „საკავშირო სიმტკიცე 2022″, რომელიც ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend