მთავარისაქართველოეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 7 დღეში 17%-ით შემცირდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები 7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს. საქართველოში კი ბოლო დღეებში კორონავირუსით ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი ინფიცირდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაშია.

„თუ ხედავთ მონაცემებს ინფიცირების რაოდენობის მიხედვით, ნათელია, რომ ქვეყნების მიხედვით, მდგომაროება განსხვავებულია. ზოგი ქვეყანა უკვე დეკემბრის პირველი ნახევრიდანვე აფიქსირებს შემთხვევების ზრდას, რაც გამოწვეულია იმით, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, პირველ რიგში, შეეხება ეს დიდ ბრიტანეთს, კორონავირუსის ახალი მუტაცია „ომიკრონი“ დაფიქსირებული იყო დეკემბრის პირველ რიცხვებში. საქართველოში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ 20 დეკემბერს აღნიშნა, მაგრამ შემთხვევათა მატება, რომლის უკან დგას კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღა, საქართველოში დაიწყო სამი იანვრიდან. ასე რომ ჩვენ ევროპის ქვეყნებთან შედარებით 3-4-კვირიანი დაგვიანება გვაქვს ინფიცირების შემთხვევების მატების, საქართველოსთვის მეექვსე ტალღის ამიტომ ჩვენი მოლოდინი და ჩვენი პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება საქართველოში მეექვსე ტალღის მიმდინარეობა, სწორედ ამ 3-4-კვირიანი დაგვიანების საფუძველზე შეგვიძლია, გავაკეთოთ“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსისომიკრონ“ ვარიანტს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს კლინიკაში მიმართვიანობა კვლავ მაღალია.

„მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ერთ ფაქტს, რომ თვითონ „ომიკრონი“, მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქად მიმდინარეობს მაინც გამოიხატება გარკვეული კლინიკური სიმპტომები. ზოგჯერ ეს სიმპტომები უფრო ხანგრძლივდება. ასევე „ომიკრონით“ გამოწვეულ კოვიდინფექციას ახასიათებს ე.წ. პოსტკოვიდური მდგომარეობები და ასევე ახასიათებს ოდნავ განსხვავებული, უფრო მეტი სიმპტომატიკა, ვიდრე „დელტას“ ახასიათებდა. თუმცა საბედნიეროდ, ერთ-ერთი მთავარი პოზიტივი რაც არის – შედარებით ნაკლებია გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევები და რთული შემთხვევები, რომელიც ფილტვების მძიმე დაზიანებით მიმდინარეობს. მაგრამ აქ მთლად ასე მარტივად არ არის საქმე, მეტი ყურადღება გვმართებს, იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ესაჭიროებათ სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, რეანიმაციული. განსაკუთრებით, ეს ის ადამიანებია, უმრავლესობა, რომელთაც აქვთ ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა.

რეკომენდაციები კვლავ უცვლელია. ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დაავიწყდეთ, რომ ვაქცინაცია ერთ-ერთი მთავარია, რომ ვირუსი შედარებით მსუბუქად განვითარდეს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend