მთავარიევროპაუკრაინაკრიზისი უკრაინაში: ქვეყანა თავდაცვისთვის ემზადება

კრიზისი უკრაინაში: ქვეყანა თავდაცვისთვის ემზადება

რუსეთის ფედერაციის წყნარი ოკეანის ფლოტმა სამხრეთ კურილიის კუნძულების სიახლოვეს სამხედრო წვრთნები დაიწყო. სამხედრო წვრთნებში 20 რუსული სამხედრო საზღვაო ხომალდი მონაწილეობს.

მოსკოვი სამხედრო მანევრებს ატარებს მეზობელი ბელარუსის ტერიტორიაზეც, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან კი გრძელდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია.

დასავლური სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან მობილიზებული რუსული ჯარების საომარი მზადება თითქმის დასრულებულია.

მოსკოვი უარყოფს მეზობელ უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადებას და პირიქით ნატოს ადანაშაულებს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებით ვითარების დაძაბვაში.

ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო საჰაერო ძალები კი ერთობლივ წვრთნებს სამხრეთ ევროპაში ატარებენ, ნატოს წარმომადგენელთა განცხადებით, სამხედრო წვრთნების მიზანი საჰაერო ძალების საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ ევროპაში სწრაფი გადასროლაა.

სამხედრო მანევრებს ატარებენ უკრაინის თავდაცვის ძალებიც. ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ხერსონში უკრაინის არმიის სატანკო და საარტილერიო ძალები თავდაცვით მანევრებში ვარჯიშობენ. მოსკოვის მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში უკრაინის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend