მთავარიევროპარუსეთიემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ხუთი საათი გაგრძელდა

ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ხუთი საათი გაგრძელდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. მათ უკრაინაში განვითარებული კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებები გამართეს.

პრეზიდენტ პუტინისა და მისი ფრანგი კოლეგის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ლიდერებმა არსებული უთანხმოება განიხილეს და დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. რუსეთი ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება, რადგან ფიქრობს, რომ ეს მის ქვეყანას  საფრთხეს უქმნის.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, რომ მათი მთავარი გამოწვევა ახლა უსაფრთხოების მყარი გარანტიების შემუშავებაა როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე რეგიონის ქვეყნებისთვის, იქნება ეს უკრაინა, საქართველო, ბელარუსი თუ რუსეთი. პრეზიდენტებმა ისაუბრეს ამ საკითხებზე და გარკვეული შეთავაზებებიც ჰქონდათ ერთმანეთთან. ემანუელ მაკრონის აზრით, ეს  საფრანგეთსა და რუსეთს შორის წინ გადადგმული ნაბიჯია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მაკრონს იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც საფრანგეთი მიმართავს ნატოსთან რუსეთის ურთიერთობების მწვავე საკითხის გადასაჭრელად, უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შესაქმნელად და უკრაინის საკითხთან დაკავშირებული კრიზისის მოსაგვარებლად.

ამ დროისთვის რუსეთს 125 000 ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვრებთან. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა  პრეზიდენტი პუტინი ამ ეჭვს არ ადასტურებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend