მთავარიევროპაუკრაინაავდეევკის დასახლებაში 8 წლის შემდეგაც იგრძნობა ომის კვალი

ავდეევკის დასახლებაში 8 წლის შემდეგაც იგრძნობა ომის კვალი

ყოველდღიურად იმატებს დაძაბულობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. რუსეთი კვლავინდებურად ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება, რამაც შესაძლოა უკრაინაში მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვიოს. უკრაინასა და სეპარატისტებს შორის 8 წლის წინ დაწყებული კონფლიქტის შედეგები დღესაც იგრძნობა. ფრონტის ხაზზე მცხოვრები მოსახლეობა  ომით გადაიღალა, ხალხს მშვიდობა მოენატრა.

„ევრონიუსის“ ჟურნალისტი ავდეევკის დასახლებასთან იმყოფება. აქედან 1 კილომეტრიც არ არის  ფრონტის ხაზამდე,  სადაც უკვე რვა წელია, კონფლიქტი მიმდინარეობს უკრაინის სამხედრო ძალებსა და სეპარატისტებს შორის, რომელთაც რუსეთი უჭერს მხარს. სეპარატისტები აკონტროლებენ  მცირე ტერიტორიას, რომელსაც ახლა ისინი დონეცკის სახალხო რესპუბლიკას უწოდებენ.  გარშემო ყველაფერი დანგრეულია, ყველგან იგრძნობა ის ზარალი, რომელიც ამ კონფლიქტმა გამოიწვია.

ავდეევკის დასახლებაში კარგად ჩანს ომის ნაკვალევი, დამწვარი ავტომობილი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ჩამონგრეული შენობებია. ამ ადგილთან ახლოს სამხედრო შემოწმების პუნქტია. ამ საგუშაგოს გადაღების უფლება არ მისცეს, რადგან ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

ფრონტის ხაზთან სულ სხვა ვითარებაა. აქ ადგილზე უფრო ნათლად იგრძნობა, სინამდვილეში როგორი დაძაბული მდგომარეობაა. აქ მცხოვრები ადამიანები ყურადღებით ადევნებენ თვალს, როგორ ვითარდება მოვლენები და უსმენენ ევროპელი ლიდერების, ამერიკის პრეზიდენტისა და, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს.

მათ ისიც იციან, რომ ამ ადგილს მალე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა. მთელი მსოფლიო იმაზე ღელავს, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას, მაგრამ თითქოს არავის ახსოვს, რომ  კონფლიქტი დიდი ხნის წინ დაიწყო და უკვე 10 წელია მიმდინარეობს.

გალინასთვის სეპარატისტებსა და უკრაინის ჯარს შორის კონფლიქტი პირად ტრაგედიად იქცა. მისი შვილი, 34 წლის ვიქტორ ჯუკიჩი, ბოლოს 2017 წელს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნახეს. შემდეგ გალინამ  შეიტყო, რომ დააპატიმრეს და მას ჯაშუშობისა და ტერორიზმის ბრალდებით 16 წელი მიუსაჯეს. ვიქტორს ერთხელაც არ მისცეს დარეკვის უფლება. მის შესახებ დედამ არაფერი იცის.

საიდუმლო საპყრობილეების არსებობა კონფლიქტის ნაკლებად ცნობილი ასპექტია.

გალინა ამბობს, რომ 2017 წლის შემდეგ 3-ჯერ გაცვალეს ტყვეები, თუმცა მისი შვილი სიაში ერთხელაც ვერ მოხვდა. საბუთებით, რომლებზეც მათი ხელმოწერები და ბეჭდებია, დასტურდება, რომ ვიქტორი ნამდვილად იქ ჰყავთ, თუმცა ტყვეების გაცვლის მიუხედავად, მაინც ვერ დაბრუნდა სახლში. ვიქტორის დედამ  ყველა ორგანიზაციას მიმართა  უკრაინაში, მათ შორის პრეზიდენტს, ომბუდსმენს, საიდუმლო სამსახურებს და მათგან პასუხიც კი მიიღო.

გალინა ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვა ყველასათვის ცუდი იქნება.  თუმცა განსაკუთრებით მტკივნეული მისთვის და მსგავს მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვისაა, რომლებიც შიშობენ, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში მათი მდგომარეობა უფრო მეტად გაუარესდება.

ხალხს აღარ სურს ომი და სამხედრო აგრესიის გაგრძელება. მათ უკვე ბევრი რამ გამოიარეს და ძალიან დაზარალდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend