რუსეთსა და უკრაინას შორის უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, კიევში მსოფლიო ლიდერები ჩადიან. რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სადაც მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა რუსეთ- უკრაინის კრიზისი. უკრაინაში ერდოღანის ვიზიტისა და მოლაპარაკებებში თურქეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში რონდელის ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა ისაუბრა.